მთავარისიახლეებისაზოგადოებაურთიერთშელაპარაკება მეგობრებს შორის მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილია 22 წლის ზუგდიდელი ახალგაზრდა

ურთიერთშელაპარაკება მეგობრებს შორის მსხვერპლით დასრულდა – გარდაცვლილია 22 წლის ზუგდიდელი ახალგაზრდა

Published on

მკვლელობა მოხდა წუხელ სვანეთში. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გარდაცვლილია 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც ზედაეწერის მკვიდრია. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა შელაპარაკება მანქანაში, რა დროსაც მძღოლმა რკინის ბლაგვი საგნის დარტყმით მანქანიდან ჩამოაგდო ი.გ. და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი და გაქცევა მოახერხა. როგორც ,,ოდიშინიუსისთვის,, გახდა ცნობილი, შემთხვევა გამთენიისას მესტიის გზაზე იმ დროს მოხდა, როცა ახალგაზრდებს სვანეთიდან ხის მორებით დატვირთული მანქანა ჩამოყავდათ. გარდაცვლილი ჯვარის საავადმყoფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.ამ დროისთვის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია და ექსპერტიზა უტარდება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.ახლობლების ინფირმაციით, ახალგაზრდებს ერთმანეთთან მცირე ბიზნესი აკავშირებდათ. შსს- ს ინფორმაციით ფაქტზე საქმე სსკ 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სიახლეები

მალანია შვილისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - ზაჰესის...

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...