მთავარისიახლეებისაზოგადოებაურთიერთშელაპარაკება მეგობრებს შორის მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილია 22 წლის ზუგდიდელი ახალგაზრდა

ურთიერთშელაპარაკება მეგობრებს შორის მსხვერპლით დასრულდა – გარდაცვლილია 22 წლის ზუგდიდელი ახალგაზრდა

Published on

მკვლელობა მოხდა წუხელ სვანეთში.ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გარდაცვლილია 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც ზედაეწერის მკვიდრია. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა  შელაპარაკება მანქანაში, რა დროსაც მძღოლმა მანქანიდან ჩამოაგდო ი.გ. და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი. როგორც  ,,ოდიშინიუსისთვის,, გახდა ცნობილი, შემთხვევა გამთენიისას მესტიის გზაზე იმ დროს მოხდა, როცა ახალგაზრდებს  სვანეთიდან ხის მორებით დატვირთული მანქანა ჩამოყავდათ. გარდაცვლილი ჯვარის საავადმყიფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.ამ დროისთვის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია და ექსპერტიზა უტარდება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდებს ერთმანეთთან მცირე ბიზნესი აკავშირებდათ. შსს- ს ინფორმაციით ფაქტზე საქმე სსკ 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...