მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ- რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებისთვის წელიწადში 3 მილიონამდე ლარი იხარჯება, თუმცა...

ენმ- რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებისთვის წელიწადში 3 მილიონამდე ლარი იხარჯება, თუმცა 73 ბიუროდან უმეტესობა დახურულია

Published on

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მორიგი ფაქტი – საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციაში ამბობენ, რომ რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებისთვის წელიწადში 3 მილიონამდე ლარი იხარჯება, თუმცა 73 ბიუროდან უმეტესობა დახურულია. ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, ის ოფისებიც კი, რომლებიც გახსნილია სრულფასოვნად მაინც არ ფუნქციონირებს, შესაბამისად რაში იხარჯება სახელმწიფო თანხა გაურკვეველია.
 
"ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებისა და პარლამენტის სამივლინებო ხარჯების
შესწავლას ერთდროულად სთხოვს – ოფიციალური განაცხადით უწყებას პარტია უახლოეს პერიოდში მიმართავს.
 
"აუდიტი უნდა დაინტერესდეს და მოკითხოს მილიონობიოთ ლარს რომ ხარჯავს სამივლინებო ხარჯებში რამდენად მიზნობრივია, რეალობაში უბრალოდ გვგონია და დარწმუნებული ვარ რომ ეს ხალხი უბრალოდ დასასვენებლად დადის, თუმცა ეს აუდიტის სამსახურმა უნდა დაადასტუროს,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

სიახლეები

მალანია შვილისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - ზაჰესის...

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...