მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გყავდეს ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე, არის სირცხვილი, ჰკითხეთ ირაკლი კობახიძეს, რატომ მოახდევინეს ბოდიშები...

,,გყავდეს ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე, არის სირცხვილი, ჰკითხეთ ირაკლი კობახიძეს, რატომ მოახდევინეს ბოდიშები უმრავლესობის სხდომაზე” – დავით ჭიჭინაძე ჟურნალისტებს მიმართავს

Published on

 ჰკითხეთ ირაკლი კობახიძეს, რატომ მოახდევინეს მას ბოდიშები უმრავლესობის სხდომაზე, –    განაცხადა ურნალისტების მისამართით დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე .
 
ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ფლიდი და უვარგისი უწოდა და აღნიშნა, რომ განვლილი ცხოვრების გამო, მას უკვე მეორედ უწევს ბოდიშების მოხდა და მომავალშიც კიდევ ბევრჯერ მოიხდის ბოდიშს.
 
ამასთან, დავით ჭიჭინაძემ კომიტეტის სხდომაზე გამოსვლა იმით დაიწყო, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება სიბინძურე, რაც მისივე შეფასებით, არის „ქართული ოცნების“ სახე.
 
დეპუტატი მომხდარს სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
 
„სოციალური ქსელებით გავრცელდა სიბინძურე, რაც მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი გახდა, იძლევა საშუალებას, რომ ანგარიშები ასეთი ბინძური ფორმით ასწორონ. ეს საეჭვოდ დაემთხვა მიქაუტაძის წარდგენას. უმრავლესობის სხდომაზე გაჟღერდა, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები, სანამ არ მოხდება კრიტერიუმებზე შეთანხმება. პარლამენტის თავმჯდომარეს ჰგონია, რომ ის მარტოა პარლამენტში და ყველა სხვა ადამიანი არის ღილაკზე თითის მიმჭერი. გყავდეს ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე, არის სირცხვილი“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....