მთავარისიახლეებიპოლიტიკაქრთამის სახით აღებული 250 ათასი ლარი - პროკურატურა 2 მაღალჩინოსნისთვის პატიმრობას ითხოვს

ქრთამის სახით აღებული 250 ათასი ლარი – პროკურატურა 2 მაღალჩინოსნისთვის პატიმრობას ითხოვს

Published on

 წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის და ვაკის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუას აღკვეთის ღონისძიების ზომებზე სასამართლო იმსჯელებს. გამოძიება ივანეიშვილს ინვესტორისგან ქრთამის სახით 250 000 ლარის აღებას, ხოლო ჩოჩუას შუამავლობას ედავება. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
 
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს, ვინაიდან საქმის პროკურორის, ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.
 
„არსებობს როგორც ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რა თქმა უნდა, ასევე არსებობს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ერთობლიობით ადასტურებენ აღნიშნული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულს. ეს მოწმეები არიან როგორც უცხოელი ბიზნესმენი, ინვესტორი, ასევე საკრებულოს თანამშრომლები. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები გვაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ ინტერესდებოდა გრიგოლ ივანეიშვილი აღნიშნული აუქციონის ჩატარებით და მისი დაინტერესება დასტურდება სწორედ ამ მოწმეების ჩვენებებით,“ –  აცხადებს პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი.
 
ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულების მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. უფლებადამცველი ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირავნობის შეფარდებას ითხოვს, რომელიც 400 ათასი ლარით არის განსაზღვრული.
 
„მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ ეს უძრავი ქონება გაესხვისებინა. იქამდე, სანამ კონკრეტული აგენტი გამოჩნდებოდა ამ სისხლის სამართლის საქმეში უკვე ამ წელიწადში ორჯერ იყო ეს ქონება გატანილი. შესაბამისად, აღნიშნული დაკავშირებული არ არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ავტორიტეტთან, რომ, თითქოს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, ასე ვთქვათ, მთავარი მოთხოვნით განხორციელდა ამ კონკრეტული ქონების გატანა. არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა ავტორიტეტი, გაესხვისებინა ტენდერი. აქ მთავარი არის, კანონმდებლობით მას რისი საშუალება ჰქონდა. რაც შეეხება ყველა დანარჩენს, რა თქმა უნდა, წარმოდგენილია საქმეში ასევე მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ჩარიცხული 250 ათასი ლარი მას არ აუღია, იგი სესხად აიღო,“ – აცხადებს ადვოკატი

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....