მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა, პოლიციის...

მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა, პოლიციის საქმიანობას 60% დადებითად აფასებს,

Published on

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა. 32%-ის აზრით, იგივე დარჩა, ხოლო 18%-ის აზრით, გაუმჯობესდა.
 
ამ კითხვაზე პასუხების დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებელია თბილისსა და დიდ ქალაქებში – თბილისში გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო დიდ ქალაქებში 51%. პატარა ქალაქებში, სოფლებსა და უმცირესობათა დასახლებებში ეს მაჩვენებელი 42%, 39% და 32%-ია. ამასთან, მოსაზრებას, რომ საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ყველაზე მეტი ადამიანი ეთანხმება პატარა ქალაქებსა (24%) და უმცირესობათა დასახლებებში (22%).
 
ამასთან, გამოკითხულთა აზრით, ყველაზე ხშირია ნარკოტიკული დანაშაული (25%), ქურდობა-ძარცვა-ყაჩაღობა (21%) და ავტოსაგზაო შემთხვევები (20%). 14% მიიჩნევს, რომ ხშირია მკვლელობები, ხოლო 5%-ის აზრით, ოჯახში ძალადობა.
 
​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 60% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 18% ცუდად. 3% მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიციის საქმიანობა ძალიან ცუდია, 7%-ის აზრით კი, ძალიან კარგი. გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ არ იცის.
 
ყველაზე ცუდად პოლიციის საქმიანობას თბილისში აფასებენ (28%), ხოლო ყველაზე კარგად უმცირესობათა დასახლებებსა (73%) და პატარა ქალაქებში (72%).
 
ამასთან, გამოკითხულთა 94% ამბობს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში პოლიციისთვის არ მიუმართავს, ხოლო იმ 5%-დან, ვინც ამ პერიოდში პოლიციას მიმართა, უმეტესობა თავად იყო მსხვერპლი და რეაგირებითაც კმაყოფილია.
 
გარდა ამისა, გამოკითხულთა 41% კარგად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას, ხოლო 6% ძალიან კარგად. უწყების საქმიანობას ცუდად აფასებს 18%, 5% ძალიან ცუდად, 29%-მა კი არ იცის.
 
 
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
 
საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...