მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში მშენებარე ფეხბურთის სტადიონის ჭერი ჩამონგრეულია (ფოტო)

ზუგდიდში მშენებარე ფეხბურთის სტადიონის ჭერი ჩამონგრეულია (ფოტო)

Published on

„ზუგდიდის ახალი სტადიონი, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო და ჯერ არც გახსნილა, უკვე ჭერი ჩამონგრეულია. 7 მილიონი ლარი დაიხარჯა ამაში. არადა ჯერ კიდევ გაუხსნელი სტადიონის მდგომარეობა ასეთია. „- ამ პოსტით გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე სტადიონზე არსებულ მდგომარეობას და სტატუსს ფოტო-ვიდეო მასალაც დაურთო.
 
 
 
სამშენებლო სამუშაოებს სტადიონზე კომპანია „დაგი“ ახორციელებდა. თავიდანვე წუნდადებული სტადიონი წითლიძის თქმით, მერიამ უკვე ჩაიბარა.
 
 
 
„ჩვენმა ფრაქციამ მონიტორინგის საფუძველზე აღმოაჩინა ეს კატასრტოფა, რასაც თქვენ სურათებზე ხედავთ. იმდენად უხარისხოდაა სამუშაოები შესრულებული, რომ ფაქტიურად დღეს ეს სტაიონი, რომლის მშენებლობაზეც 7 მილიონამდე დაიხარჯა, აღარ არსებობს. ბეტონის კედელი რომ მოსანგრევია და გაყვანილობები მოუწესრიგებელი და საფარი გასაკეთებელი, ამაზე არაფერს ვამბობ.აქ იკვეთება როგორც სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობა, ასევე მერიის.“- განაცხადა ანა წითლიძემ.
 
 
სტადიონის მთლიანი პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია.
პროექტის დამკვეთი ქალაქ ზუგდიდის მერიაა. დამპროექტებელი ორგანიზაცია შპს „თბილქალაქპროექტი“. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „დაგი“ აწარმოებს. 
 
 

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...