მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბიძინა ივანიშვილმა არ იკმარა ნარკოტიკებით ნაშოვი მილიარდები და შეუდგა ჰაკერული გზით მსოფლიო...

,,ბიძინა ივანიშვილმა არ იკმარა ნარკოტიკებით ნაშოვი მილიარდები და შეუდგა ჰაკერული გზით მსოფლიო ბანკების დაყაჩაღებას” – შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ფედერალურ ბიუროს მოუწოდებს გამოიძიოს ეს ფაქტები

Published on

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ფედერალურ ბიუროს პარლამენტის დეპუტატ, შოთა შალელაშვილის და ბიძინა ივანიშვილის მიმართ საერთაშორისო ჰაკერულ ფაქტზე გამოძიებისკენ მოუწოდებს.
 
ნათელაშვილი ამბობს, ივანიშვილმა, შალელაშვილსა და რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიო ბანკების დაყაჩაღება დაიწყეს.
 
„სანამ ე.წ. მმართველი პარტია ქურდულ შეკრებას ატარებს ოლიგარქთან, მინდა გაცნობით, რომ საქართველო გახდა შავი ფულის გასარეცხი უზარმაზარი პოლიგონი. ბიძინა ივანიშვილმა არ იკმარა ნარკოტიკებით ნაშოვი მილიარდები და შეუდგა ჰაკერული გზით მსოფლიო ბანკების დაყაჩაღებას, რა მიზნითაც მოსკოვიდან ჩამოიყვანა კრიმინალი შოთა შალელაშვილი, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ამ ჯგუფმა მარტო მორგანის ბანკიდან მოხსნა ნახევარი მილიარდი დოლარი, ამას დაამატეს მილიარდნახევარი სხვაგან მოხსნილი დოლარები, შემოიტანეს საქართველოში, რომელიც გაათეთრეს გლდანში არსებულ ბიტოინების საწარმოში და ბიტკოფიურის მეშვეობით, რომელიც თანაინვესტირების ივანიშვილისეულ ფონდთან მოღვაწეობს და ქვეყნიდან გააქვს სიმდიდრე და მთელი ეს თანხები დარჩა არა საქართველოში, არამედ გადაირიცხა ვირჯინისა და მარშალის კუნძულებზე, ივანიშვილის საიდუმლო კომპანიათა ანგარიშებზე.
 
ჩვენ ვთხოვთ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს, აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება ყაჩაღ შალელაშვილის და ასევე, რა თქმა უნდა, ივანიშვილის მიმართ საერთაშორისო ჰაკერიზმის ამ უპრეცენდენტო ფაქტზე. ჩვენ ვთხოვთ აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს, მუნიჩს, განახორციელოს ფინანსური სანქციები შოთა შალელაშვილის ანგარიშებზე, რომელიც საუბედუროდ, იმავდროულად საქართველოს პარლამენტის დეპუტატია,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....