მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეხვედრა ,,ქართული ოცნების“ ოფისში დასრულდა. ბიძინა ივანიშვილმა მოუსმინა ყველას, ხოლო თუ...

შეხვედრა ,,ქართული ოცნების“ ოფისში დასრულდა. ბიძინა ივანიშვილმა მოუსმინა ყველას, ხოლო თუ რა დაასკვნა, ხვალ, მეორე რაუნდზე გახდება ცნობილი

Published on

დასრულდა ,, ქართული ოცნების“ ოფისში გამართული  საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა გაფართოებული სხდომის პირველი რაუნდი, რომელიც  4 საათზე მეტხანს გაგრძელდა და, როგორც შეხვედრიდან გამოსული დეპუტატები მედიასთან საუბარში აცხადებენ,  მეორე რაუნდი ხვალ გაიმართება. 
 
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია იყო:
 
,, დღეს „ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რა საკითხებიც აწუხებს საზოგადოებას, ანუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რა დამატებით ზომებს უნდა მივმართოთ იმისათვის, რომ ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში მკვეთრად გაიზარდოს. დისკუსია გაიმართა ამ თემის გარშემო.  შევთანხმდით, რომ ხვალაც გავაგრძელოთ იგივე თემაზე დისკუსია, იმიტომ რომ ბევრი მსურველია დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად და არ გვეყო დრო ეს ყველაფერი დაგვესრულებინა“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა..
 
 მისივე  განცხადებით, სხდომაზე რომელიმე დეპუტატის გარიცხვის საკითხი არ დამდგარა.  განსხვავებული აზრი მხოლოდ ეკა ბესელიას არ აქვს. ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი, ამიტომ ნუ მივაკუთნებთ ამ თემას ეკა ბესელიას. – განაცხადა მან. 
 
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც სხდომას ესწრებოდა, ქუცნაშვილი ამბობს:  „ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს დროსა და ენერგიას, რომ საზოგადობასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება, ის იქცეოდა დღეს როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, რომელიც ცდილობდა მოესმინა ყველასთვის, ვინც საკუთარ აზრს გამოთქვამდა“

სიახლეები

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...

პენსიონრებზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა

"თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით...

ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება | ოპოზიციის წარმომადგენლებმა...

რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო-დრონული იერიშის შედეგად ოდესაში, 16 აპრილის ღამეს, სულ მცირე 8 ადამიანი...