მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული აფხაზეთი ვენესუელის ხალხისა და აშშ ხელისუფლების წინააღმდეგ

ოკუპირებული აფხაზეთი ვენესუელის ხალხისა და აშშ ხელისუფლების წინააღმდეგ

Published on

აფხაზეთის რესპუბლიკა სრულ მხარდაჭერას უცხადებს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს, – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.
 
„აშშ-ს ხელისუფლება უცერემონიოდ ერევა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში და ფაქტობრივად, შემდგომი ესკალაციის პროვოცირებას ახდენს ისედაც რთულ სიტუაციაში, რომელიც ვენესუელაშია. ამგვარი განცხადებები მოწოდებებია სახელმწიფო გადატრიალებისკენ. მაშინ, როდესაც თავშეკავებულობაა სჭირო, ვაშინგტონი განზრახ ამწვავებს სიტუაციას. აშშ-ს, როგორც ჩანს, არ აწუხებს ამგვარი ქმედებების შედეგები, რამაც სისხლისღვრა შეიძლება გამოიწვიოს“, – განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.
 
შეგახსენებთ, ნიკოლას მადურომ ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის  დამოუკიდებლობა აღიარა. ხაჯიმმბა და ბიბილოვი მის ინაუგურაციას ესწრებიდნენ. 
 
გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...