მთავარისიახლეებიმსოფლიოსაქართველომ ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა

საქართველომ ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა

Published on

 
საქართველომ ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა.
 
ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა Twitter-ით გაავრცელა. 
 
"ვენესუელაში ჩატარებული არალეგიტიმური არჩევნების ფონზე, საქართველო ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებს. საქართველო მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელელ ხალხს მათ ბრძოლაში დემოკრატიის და თავისუფლებისთვის",- წერს ზალკალიანი.
 
შეგახსენებთ მა­დუ­როს ინა­უ­გუ­რა­ცია  მე­ო­რე ვა­დით იან­ვრის და­სა­წყის­ში გა­ი­მარ­თა, ხოლოარ­ჩევ­ნე­ბი გა­სულ წელს ჩა­ტარ­და და მძლავრი საპროტესტო  განწყობები  მოყვა, რადგან   მო­სახ­ლე­ო­ბა და ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხმე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებდა.
 
 ვე­ნე­სუ­ე­ლას ეროვ­ნულ­ი ასამ­ბლე­ა  ბოლო დღეებში  ახალი საპროტესტო ტალრა დაძრა და ხალხს მოუწოდა ქუჩებში გამოსვლისაკენ გარ­და­მა­ვა­ლი მთავ­რო­ბი­სა და ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის მოთხოვნით. 
 
სამშაბათს  ვე­ნე­სუ­ე­ლას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და ოპოზიციის ლიდერმა , ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად გამოაცხადა. იგი მალევე აღიარა პრეზიდენტად  რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ – მ, ჩილემ, კო­ლუმ­ბიამ, პა­რაგ­ვაიმ, პერუმ და არ­გენ­ტი­ნამ.
 
სავარაუდოდ ამას გააკეთებს საფრანგეთიც, რომელიც აცხადებს,, რომ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ებს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან მარ­თავს.
 
ხუან გუაიდოს მხარს უჭერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი თქმით, გუადიოქვეყნის ოფიციალური და ლეგიტიმური მმართველია.
 

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...