მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან დაზარალებული მეანაბრეებისა და მოვაჭრეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან დაზარალებული მეანაბრეებისა და მოვაჭრეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

Published on

პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა მოთხოვნით აქციას მართავს.
 
აქციის მონაწილეების ნაწილი სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს. გამოტანილი აქვთ პლაკატები, სადაც აღნიშნულია, რომ "სასამართლო იქცა ხელისუფლების დასაყრდენ სადამსჯელო ორგანოდ" და "კანონით შეიფუთა უსამართლობა". ასევე მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილები არიან შპს "საქართველოს" მიერ დაზარალებული მეანაბრეები. ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და თავიანი ანაბრების დაბრუნებას ითხოვენ.
 
ასევე პარტიის ოფისთან იმყოფებიან სს "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები, რომლებიც დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
 
ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...