მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაზრის გარეთა პერიმეტრზე მომუშავე ტაქსის მძღოლები აქციებს აანონსებენ - მათი თქმით, აღნიშნულ...

ბაზრის გარეთა პერიმეტრზე მომუშავე ტაქსის მძღოლები აქციებს აანონსებენ – მათი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობა ეკრძალებათ [Video]

Published on

ზუგდიდის ბაზრის გარეთა პერიმეტრზე მომუშავე სამარშუტო ტაქსის მძღოლები ტრანსპორტის სამსახურის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ. მათი თქმით, დღეს დილით ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ტრანსპორტის სამსახურის უფროსი დავით ხუბუა მივიდა და ტაქსის საგზაო ნიშანი ჩამოხსნა. „გვითხრა ხუბუამ, რომ ზემოდან მაქვსო დავალება, აქ არ შეიძლებაო ტაქსების დაყენება. ვერ გავიგე, რა ვქნათ, ჩვენ ჭამა არ გვინდა? ძლივს ვშოულობთ დღეში 5 ლარს და ამასაც გვიკრძალავენ. ჩვენს უკან მშიერი ხალხი დგას, ოჯახები დგანან, ავდგებით და გზას გადავკეტავთ“- განაცხადა ტაქსის მძღოლმა ელგუჯა გოგოხიამ. ადგილზე 30-მდე ტაქსის მძღოლია შეკრებილი, მათი თქმით, დაბარებულები არიან მერიაში. ტრანსპორტის სამსახურის უფროსი დათო ხუბუა ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს, მისი თქმით, ტაქსის საგზაო ნიშანი მას არ ჩამოუხსნია.“ მე რა შუაში ვარ, მიმართეთ პრესსამსახურს, მერთან არიან დაბარებული 4 საათზე და იქ გაირკვევა ყველაფერი“- განაცხადა დათო ხუბუამ.
ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ დათმობაზე არ წავლენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.
 
 
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...