მთავარისიახლეებიპოლიტიკაია კერზაიას საქმე გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს სესიაზე გააჟღერა

ია კერზაიას საქმე გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს სესიაზე გააჟღერა

Published on

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა სტრასბურგში, სადაც ევროსაბჭოს დეპუტატებმა გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს. ევროსაბჭოს დეპუტატებს სესიაზე ქართველმა კანონმდებლებმაც მიმართეს. 
 
"ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრა. 
 
ოპოზიციონერმა დეპუტატმა მაგალითად ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებული ზეწოლა მოიყვანა, რასაც ია კერზაიას გარდაცვალება მოჰყვა. 
 
"ბოლო არჩევნებმა 90-იანი წლების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების ყველაზე კრიტიკული შეფასება დაიმსახურა. მინდა ჩემს კოლეგებს ვკითხო. თუკი არჩვენების დღემდე რამდენიმე დღით ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ყიდულობს ასობით ათასი ადამიანის საბანკო ვალებს. არის თუ არა ეს ხმების მოსყიდვა? ანგარიში ნათქვამია რომ ეს ხმების მოსყიდვაა. თუკი არჩვენებამდე რამედნიმე დღით ადრე მმართველი პარტიის დეპუტატის ძმა, თანამოაზრეებთან ერთად თავს ესხმის ოპოზიციური პარტიის ოფისს და იქ მყოფებს ფიზიკურად უსწორდება, ამის გამო კი არავინაა დაკავებული, ეს ნორმალურია?  ფაქტი, რომ ზურაბიშვილის შემომწირველები დღეს სხვადასხვა ტენდერებს იგებენ. დამკვირვებლების შეფასებით, კორუფციის ნიშანია. განათლების სამინისტრო წინასაარჩევნო პერიოდში სკოლებში კამპანიას აწარმოებდა, რაც ზუგდიდის სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებით დასრულდა. ეს ტრაგედია გამოძიებას საჭიროებს,"-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

სიახლეები

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...