მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ამინდი გაუარესდება

ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ამინდი გაუარესდება

Published on

ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, – ამის სესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა.
 
„22 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით.
 
დასავლეთ საქართველოში 23 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, ღამით 1-6 გრადუსი.
 
აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 იანვარს შესაძლებელია მცირე ნალექი, ზოგან -ნისლიც, ჰაერის ტემპერატურა იქნება ღამით -5; 0 გრადუსი, დღისით 4-9 გრადუსი სითბო“, – განაცხადა გვაზავამ.
 
, თბილისში 22-23 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 24-25 იანვარს უმეტესად უნალექო, ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით 7-9 გრადუსი სითბო, ღამით -1;1.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....