მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეპარატ „ტამიფლუთი“ სამეგრელოში ანტივირუსული მკურნალობა სულ 450 პირმა ჩაიტარა

პრეპარატ „ტამიფლუთი“ სამეგრელოში ანტივირუსული მკურნალობა სულ 450 პირმა ჩაიტარა

Published on

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, დღეის მდგომარეობით 14 პაციენტი მკურნალობს, აქედან ახალგაზრდა მამაკაცი,რომელიც თითქმის 2 კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაყმაყოფილებელია. ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით,ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც მოთავსებული პაციენტების რაოდენობამ, ასევე მიმართვიანობამ იკლო. „ჩვენდა საბედნიეროდ,გვაქვს სასიხარულო ფაქტი,პაციენტი,რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა“,- განაცხადა ორჟონიამ. მისივე ინფორმაციით,დეკემბერ-იანვარში სამეგრელოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 15-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, სამი ადამიანი გარდაიცვალა. პრეპარატ „ტამიფლუთი“ კი სამეგრელოში ანტივირუსული მკურნალობა სულ 450 პირმა ჩაიტარა.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...