მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

Published on

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მერიის შიდა შემოწმების სამსახურმა დაადგინა, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს დაბალხარისხიან პროდუქტს აჭმევდნენ.
 
დაბალხარისხიანი საკვები თბილისის ბაღებში თავად მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა მოიკვლია, რომელიც უკვე წლებია, ბავშვების კვებას ერთ კერძო კომპანიას ანდობს. დაბალხარისხიან საკვებს შორის მოხვდა თევზი, ყველი, ტომატი და ხაჭო. 
 
ლაბორატორიული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ თბილისის ბაღებში კომპანიას აღსაზრდელებისთვის რძის ფხვნილისგან დამზადებულ ყველი შეჰქონდა მაშინ, როდესაც, სახელშეკრულებო პირობის მიხედვით, ბავშვების მენიუში მხოლოდ პასტერიზებული რძით დამზადებული პროდუქტი უნდა იყოს.
 
მერიის დასკვნიდან ირკვევა ისიც, რომ რძის ფხვნილისგან დამზადებულ დაბალხარისხიან პროდუქტს ყალბ ეტიკეტს უკეთებდნენ.
 
კომპანია ნილი ვალდებულია, ბავშვები არანაკლებ 7%-იანი ცხიმიანობის მქონე თევზით გამოკვებოს და მინიმუმ 6%-იანი ცხიმის შემცველობის ხაჭოთი. თუმცა, მერიის დასკვნაში წერია, რომ ორივე პროდუქტის შემთხვევაში კომპანიამ პირობა დაარღვია და ბაღებში ნაკლებცხიმიანი თევზი და ხაჭო შეიტანა.
 
მერიის შიდა აუდიტის დასკვნას უკვე იცნობენ ქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები. პოლიტიკური ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომ აგრძელებს ქალაქის მთავრობა იმ კომპანიასთან თანამშრომლობას, რომელმაც ვალდებულება არ შეასრულა და დაბალხარისხიანი საკვებით ფული დაზოგა. ოპოზიცია ხელშეკრულების გაწყვეტას მოითხოვს.
 
მერიის მიერ მომზადებული კვლევის დოკუმენტი 27 დეკემბრით თარიღდება. ამის მიუხედავად, საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველყოფისთვის ჩატარებული ტენდერი კვლავ კომპანია ნილმა მოიგო და 2019 წელსაც ბავშვების კვება და 37 მილიონი მას მიანდო.
 
კომპანია ნილის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მერიის დასკვნა არაკვალიფიციურია და მისი კომპანია დაჯარიმებას არ იმსახურებდა.
 
ლაბორატორიული კვლევის შედეგები და აუდიტის დასკვნა მერიამ თბილისის 10 რაიონის ბაღებში უკვე გაგზავნა და კომპანია ნილის დაჯარიმების მითითება გასცა.
 
კომპანია, საერთო ჯამში, 30 ათასი ლარით დაჯარიმდა. ორშაბათიდან ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება და 61 ათასი ბავშვის კვებაზე კვლავ კომპანია ნილი იზრუნებს.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...