მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზი პოეტი ნიკა ბაძაღუა: კახეთში გახლდით რამდენიმე დღე და ისეთი სიყვარულით დავიმუხტე,...

აფხაზი პოეტი ნიკა ბაძაღუა: კახეთში გახლდით რამდენიმე დღე და ისეთი სიყვარულით დავიმუხტე, მთელ ცხოვრებად მიღირს

Published on

აფხაზი პოეტი ნიკა ბაძაღუა, რომელიც სოხუმში ცხოვრობს და ხშირად სტუმრობს ზუგდიდსა და მთელ საქართველოში, წერს ლექსებს აფხაზურ, ქართულ, მეგრულ, სვანურ ენებზე,  და აფხაზებსა და ქართველებს შორის წაშლილი  ბილიკების  გაკაფვას ცდილობს, თავის პირად ფეისბუქგვერდზე ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს.   
 
,,კახეთში გახლდით რამოდენიმე დღე და ისეთი ემოციებით დავიმუხტე, – ჯერ ვერ გადმოგცემთ, სანამ არ დავიცლები…
დავიდ გარეჯში (საგარეჯოში) კახელებმა კახურ სუფრის თავზე – სუფრის უფლად დამსვეს…
ჩემმა მასპინძელმა და მეგობარმა, – სოსო კირვალიძემ, თავის სამეგობრო წრეში, თავისივე კისერი მანდო ჩემი თამადად დანიშვნით და ღვთის წყალობით გამოუჭრელი დარჩა იგი მას!
რამდენი მოვეფერეთ ერთმანეთს! მიყვარხართ კახელებო! მიყვარხარ კახეთო!
მარტო მამა ლაზარეს გამოჩენილი ყურადღება ჩემს მიმართ მთელი ცხოვრება მიღირს (ნათლობა ჰქონდა ნახევარ საათში, მან კი,- როცა გაიგო აფხაზი პოეტი სტუმრობს დღეს კახეთსო , დრო გამონახა, მოვიდა, ცოტაც გამოვესაუბრეთ ერთმანეთს, დამლოცა, სამი ჭიქა ღვინოც დავლიეთ ერთად და სასწრაფოდ გაიქცა მადლიანი საქმის გასაკეთებლად)…
პოეზიის ტაძარს დავამსგავსეთ კახური სუფრა…
გავიხსენეთ საქართველო-აფხაზეთის სიყვარულით გაჟღენთილი ორი დიდი პოეტის ძმობა და მარადიული ხსენებაც ვთქვით ივანე თარბასი და გოგლა ლეონიძესი…
სუფრის ბოლოს ჩემმა მასპინძელმა მითხრა :
– რა კარგი ხარ ნიკოლოზ! ნეტავ ორი იყო, ერთი რომ სულ თან გატაროო!
 
P.S.
ახლა არ მიკვირს, თუ რატომ იყო ივანე თარბა გოგლას ხშირი სტუმარი!'' წერს ნიკა ბაძაღუა
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...