მთავარისიახლეებიპოლიტიკასახალხო დამცველი: ია კერზაიას საქმე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადღების ცენტრშია“

სახალხო დამცველი: ია კერზაიას საქმე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადღების ცენტრშია“

Published on

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საკითხს აპარატი რამდენიმე მიმართულებით სწავლობს. კერძოდ, სამართლებრივად რამდენად სწორი და გამართული იყო სკოლის შემოწმებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, იკვეთება თუ არა შემოწმების განხორციელების დროს რაიმე დარღვევა.
 
„ქალბატონ ია კერზაიას საქმეს ჩვენ ძალიან დეტალურად, რამდენიმე მიმართულებით ვსწავლობთ, ერთ-ერთი მიმართულებაა, იყო თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა ქალბატონის მისამართით.
 
ასევე, ვსწავლობთ, რამდენად იყო სამართლებრივად სწორი და გამართული შემოწმების დაწყებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე შემოწმების განხორციელების დროს კანონი დარღვეული ხომ არ იყო.
 
ასევე, ვსწავლობთ, ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები, რომ შემდეგ სამართალდამცველ ორგანოებს გამოძიების მოთხოვნით მივმართოთ.
 
სამივე მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ არაერთ უწყებიდან გვაქვს ინფორმაცია გამოთხოვილი, განათლების სამინისტროდან, დამატებით გარკვეულ ინფორმაციას ველოდებით და ალბათ, მას შემდეგ, რაც ჩვენი პოზიციების ჩამოსაყალიბებლად სრული სურათი გვექნება, შესაბამისი რეკომენდაციებიც გვექნება.
 
ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და საქმის კურსში ვაყენებთ ყველა იმ მოქმედებასთან დაკავშირებით, რასაც ამ საქმის გარშემო ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ეს საქმე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადღების ცენტრშია“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
 
საქართველოს გენპროკურატურა კი ისევ დუმს და გამოძიებას აწიანურებს. 
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პროკურატურას  კიდევ ერთი განცხადებით მიმართა ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ.
 
,, კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოიძიოთ ეს საქმე. უბრალოდ გამორიცხულია სხვაგვარად, შეისწავლეთ, გაეცანით და დაიწყეთ გამოძიება უახლოესი ორი კვირის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის სხვადასხვა ზომას.
 
აქვე შეგახსენებთ, რომ გავიდა ის ერთთვიანი ვადა, რომლის განმავლობაში ქართული ოცნების ოთხმა დეპუტატმა მოითხოვა საქმის გამოძიება, პასუხი ძალოვანი უწყებებიდან არის არაფერი.
 
ნუ გამოცდით ჩვენს მოთმინებას, გამოიძიეთ დანაშაული და მიეცით პასუხისგებაში დამნაშავეები, განათლების მინისტრის ჩათვლით, ნუ გახდებით თავად სისტემური დანაშაულის მონაწილე!” – წერს ბაჩანა შენგელია

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...