მთავარისიახლეებისაზოგადოებადაგროვებითი პენსიის კანონის გაუქმებას მოქალაქეების ნაწილი პეტიციაზე ხელმოწერით ითხოვს

დაგროვებითი პენსიის კანონის გაუქმებას მოქალაქეების ნაწილი პეტიციაზე ხელმოწერით ითხოვს

Published on

იძულებითი საპენსიო რეფორმა მოსახლეობამ "ახალ გადასახადად" უკვე მონათლა – საზოგადოება ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას გადასახადი კანონდარღვევით გაუზარდა.  ამიტომაც, დაგროვებითი პენსიის საკითხი შესაძლოა, მალე ისევ პარლამენტის დღის წესრიგში დადგეს.
 
დაგროვებითი პენსიის კანონის გაუქმებას მოქალაქეების ნაწილი პეტიციაზე ხელმოწერით ითხოვს. ავტორები თვლიან, რომ რეფორმის ამუშავებით ხელისუფლებამ ახალი გადასახადი შემოიღო და კანონიც ნაჩქარევად შეიქმნა. იმისათვის, რომ ხალხის ხმამ პარლამენტამდე მიაღწიოს, 100 ათასი ხელმოწერაა საჭირო.
 
პეტიციას ეთანხმება დამსაქმებელთა ასოციაცია. ორგანიზაციაში, რომელიც 2 ათას კომპანიას აერთიანებს, ამბობენ, რომ რეფორმის ამუშავებისთანავე უამრავი ტექნიკური პრობლემა შეექმნათ და დღემდე მათთვის გაუგებარია, სად და რამდენი უნდა გადარიცხონ. დამსაქმებელთა ასოციაცია საკითხის გარკვევამდე კანონის შეჩერების მომხრეა.
 
საპენსიო რეფორმის ამუშავებისთანავე პრობლემები შეექმნათ სადისტრიბუციო კომპანიებსაც, სადაც, ტექნიკურთან ერთად, პრეტენზია რეფორმის შინაარსობრივ ნაწილთანაც აქვთ. მათი შეფასებით, კანონი არაკონსტიტუციურია და ის ბიზნესს დამატებით გადასახადს აკისრებს.
 
პეტიციისა და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიუხედავად, რეფორმის შეჩერებას საპენსიო სააგენტოში გამორიცხავენ. ლევან სურგულაძე ამბობს, რომ რეგისტრაცია უკვე 5000-მა კომპანიამ გაიარა და, თუ ვინმეს ტექნიკური პრობლემა აქვს, შეუძლია, სააგენტოს მიმართოს.
 
ბიზნესის წინააღმდეგობის მიუხედავად, საპენსიო რეფორმა პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დასაქმებულებს ხელფასიდან 2 პროცენტი უკვე ამ თვეში ჩამოეჭრებათ.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...