მთავარისიახლეებისამართალიიყო თუ არა გამონაკლისი ზუგდიდის სკოლა, სადაც ანონიმური წერილის შესვლისთანავე გააგზავნეს ინსპექცია?...

იყო თუ არა გამონაკლისი ზუგდიდის სკოლა, სადაც ანონიმური წერილის შესვლისთანავე გააგზავნეს ინსპექცია? – საიამ ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

Published on

ია კერზაიას საქმე – განათლების სამინისტროს წინააღმდეგ "სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" შეიტანა. არასამთავრობო ორგანიზაციას აინტერესებს რა საფუძველი არსებობდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების ჩატარების, რომლის შემდეგაც სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა.
 
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი, მიხეილ ჯახუა განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაციას განათლების უწყება არასამთავრობო ორგანიზაციას არ უგზავნის. ჯახუას თქმით, ჩნდება კითხვა – იყო თუ არა გამონაკლისი ზუგდიდის სკოლა, სადაც ანონიმური წერილის შესვლისთანავე გააგზავნეს ინსპექცია.
 
საია-ს აინტერესებს რამდენი საჩივარია შესული განათლების სამინისტროში და რამდენზე მოახდინა უწყებამ რეაგირება.
 
„იყო თუ არა ზუგდიდის მეექვსე სკოლა გამონაკლისი და განსხვავებული მიდგომა გამოავლინა თუ არა სამინისტრომ ამ შემთხვევაში. ამ დასკვნის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია შევისწავლოთ, შევიდა თუ არა სხვა განცხადებები, იმ განცხადებებზე რამდენ ხანში მოახდინა რეაგირება სამინისტრომ და რამდენ ხანში დაწერა შესაბამისი დასკვნა. სამინისტრომ არასრულად მოგვაწოდა ინფორმაცია, ჩვენ გავაგრძელებთ დავას სასამართლოში და ვეცდებით, სასამართლოს გზით მივაღწიოთ იმ შედეგს, რომ მივიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება საჯარო ინფორმაციის კატეგორიას და რომელიც მნიშვნელოვანია მეექვსე სკოლის ინსპექტირების ფაქტის შესაფასებლად,“ – განაცხადა მიხეილ ჯახუამ.
 
საიას გარდა პროკურატურას საქმის დამატებითი დეტალები მიაწოდა ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ. მისი თქმით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას აიძულებდნენ, რაზეც ია კერზაიამ უარი განაცხადა. კერზაიას შვილი ამტკიცებს რომ ინსულტი განხორციელებულმა პოლიტიკურმა ზეწოლამ გამოიწვია. 

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...