მთავარისიახლეებიპოლიტიკაგედევან ფოფხაძე: თუ ეს სია დამტკიცდება, შეიძლება პარლამენტში ტროტილით მივიდე და ...

გედევან ფოფხაძე: თუ ეს სია დამტკიცდება, შეიძლება პარლამენტში ტროტილით მივიდე და თავი ავიფეთქო

Published on

 გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ  მზად არის სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების  არსწებული სიის დამტკიცებას პარლამენტში.  
 
,,თუ ეს სია დამტკიცდება, მე ძალიან გავბრაზდები. წამოსვლა ამ შემთხვევაში შეიძლება ვერც მოვახერხო, რა… ძალიან გავბრაზდები, აი, ჭკუიდან გადავალ, აბსოლუტურად არაადეკვატური გავხდები… რაში გამოიხატება ეს, მაგი მერე ვნახოთ. ტერორიზმშიც შეიძლება გამოიხატოს​, ავიფეთქო თავი, პარლამენტში ტროტილით მივიდე. 
 
იცი რა, მე მგონია, რომ ეს არის ჩემი პრინციპებისა და ღირებულებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა, ამიტომ მე ამაზე უკან ვერ დავიხევ . შეიძლება საერთოდ არაადეკვატური გავხდე და რაიმე ისეთი რამე გავაკეთო, რაც სისხლის სამართლის კოდექსსაც ეწინააღმდეგება ”
ნახევრად ხუმრობით განაცხადა გედევან ფოფხაძემ, გუშინ ტელეკომპანია კავკასიის გადაცემაში -,, ბარიერი'', თუმცა რამდენად არის ის ხუმრობის გუნებაზე სინამდვილეში, საკითხავია 
 
გედევან ფოფხაძე გადაცემაში შეეხო ბიძინა ივანიშვილის მიერ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც:  “თუ ოდესმე იყო საუბარი ეკა ბესელიას გაყვანაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, მოტივაცია იყო ერთადერთი, რომ ეს კომიტეტი, უკაცრავად ამ ჟარგონზე და "პრახადნოი დვორად" ქცეულიყო ამ სიისთვის. ეკას პირობებში ეს იქნებოდა შეუძლებელი ”
 

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...