მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თიბისი ბანკი'' მედიას ორკესტრირებული შავი პიარის აგორებაში ადანაშაულებს

,,თიბისი ბანკი” მედიას ორკესტრირებული შავი პიარის აგორებაში ადანაშაულებს

Published on

 „თიბისი ბანკი“ საგანგებო განცხადებით ეხმაურება  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მის დამფუძნებელს  მამუკა ხაზარაძეს შესაძლოა ბრალი წარუდგინონ მილიონობით დოლარის გათეთრებასა და მითვისებაში. 
 
„8 იანვარს, გვიან საღამოს, რამდენიმე მედია პორტალმა გაავრცელა მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას.
 
ცხადია, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია, ზიანი მიაყენოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს – თიბისი ბანკს – ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.'' – ნათქვამია განცხადებაში, თუმცა  ამ  განცხადების პათოსი, რომ ყველაფერი  მხოლოდდამხოლოდ მედიის გამონაგონია, არ მოდის შესაბამისობაში გენერალური პროკურატურის განცხადებასთან.  სწორედ ამიტომ, თიბისი ბანკის პრესსამსახური ცდილობს თავისი ინტერპრეტაციით მიაწოდოს საზოგადოებას პროკურატურის განცხადება დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების  შესახებ: 
 
,,რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:
 
· არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს;
 
· არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;
 
· რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2014 და 2016 წლებში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების განთავსებასთან დაკავშირებით, დეტალურად იქნა შემოწმებული და დადებითად შეფასებული, მათ შორის ინგლისის რეგულატორის მიერ;
 
· ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.''
 
თიბისი ბანკი არის და დარჩება ქვეყანაში და რეგიონში ლიდერ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც წარმოდგენს კორპორაციული მართვისა და პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითს, რაც აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუციების და ინვესტორების მიერ.
 
თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში.
 
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თიბისი ბანკის არსებობის 27 წლის განმავლობაში, ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი. თიბისი ბანკს და მის მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი და ყველა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს.
 
თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად.“- აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...