მთავარისიახლეებიპოლიტიკახატია დეკანოიძე: ,,ეკა ბესელიას არც მაშინ შექმნია მორალური თუ...

ხატია დეკანოიძე: ,,ეკა ბესელიას არც მაშინ შექმნია მორალური თუ ზნეობრივი დისკომფორტი, როდესაც ამ მოსამართლეების გარემოცვაში მუშაობდა და არც მაშინ, პოლიტპატიმრების სიაში ჩასვა ჯაშუშები”

Published on

არსებული ინფორმაციით, კვირის ბოლომდე გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის  შეხვედრა, რომელსაც  ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. სავარაუდოდ ამ შეხვედრაზე გადაწყდებამ დატოვებენ თუ არა გუნდში იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ეკა ბესელიას 
 
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა გარდაუვალია. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის აზრით, უმრავლესობის წევრებს პრინციპები და ღირებულებები არ გააჩნიათ და მათ ბიძინა ივანიშვილი მართავს.
 
დეკანოიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის წევრებს შორის დაპირისპირებაც ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული ინტერესების მიზეზია და არა იმის, რომ მმართველი გუნდის რომელიმე წევრი კანონის უზენაესობის სადარაჯოზე დგას.
 
„რა თქმა უნდა ასეთი უმრავლესობა აუცილებლად დაიშლება, მაგრამ ახლა წარმოჩინდეს ამ უმრავლესობის ნებისმიერი წევრის პოზიცია, რომ ისინი იცავენ ობიექტურ მართლმსაჯულებას ან დგანან კანონის უზენაესობის სადარაჯოზე,  რასაკვირველია რბილად რომ ვთქვათ არის ფარსი.
 
ზუსტად ქალბატონი ბესელიას გადაყენება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის კონკრეტულ ვიწრო ინტერესს,“-აცხადებს დეკანოიძე.
 
მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით დეკანოიძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა 10-კაციან სიაში წარდგენილი კანდიდატების ნაწილი მისთვის მიუღებელია და სიაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. თუმცა ამავე დროს  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დუმდა და ამ დრომდე არ გამოუთქვამს  პროტესტი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
 
„ბესელია ახლა გამოდის უკვე სასამართლოს და კანონის უზენაესობის სადარაჯოზე, როდესაც 7 წელი მას არ შექმნია მას არავითარი მორალური თუ ზნეობრივი დისკომფორტი, როდესაც ამ მოსამართლეების გარემოცვაში მუშაობდა და  არც მაშინ,  , როდესაც პოლიტპატიმრების სიაში ჩასვა ჯაშუშები, ამიტომ, ყველაფერი ეს არის ფარსი, თუმცა, ასეთი ერთობლიობა ადამიანების აუცილებლად დაიშლება,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...