მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა დავით ჭიჭინაძის მსგავსად, პარტიიდან ეკა ბესელიაც გაირიცხოს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა დავით ჭიჭინაძის მსგავსად, პარტიიდან ეკა ბესელიაც გაირიცხოს

Published on

არსებობს თეორიული რისკი, რომ ამ შემთხვევაშიც, დავით ჭიჭინაძის მსგავსად, პარტიიდან ეკა ბესელიაც გაირიცხოს, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას. – განაცხადა ირაკლი კობახიძენ  ჟურნალისტებთან საუბარში 
 
„ნებისმიერ ფორმატში ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, რომ გადაიჭრას პრობლემები. მთავარია, რომ გუნდურობის პრინციპი იყოს დაცული. იყო რამდენიმე განცხადება სხვადასხვა დეპუტატის მხრიდან, სადაც ტყუილი ითქვა, ანუ არასწორად გამოიტანეს ინფორმაცია. ასევე წესების დარღვევაა, როდესაც გუნდის წევრს გარეთ აკრიტიკებ. შარშან ამ დროს ამაზე უფრო მეტი სირთულეები იყო, რაც მაშინ პარტიიდან ერთი დეპუტატის გარიცხვით დასრულდა. თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა გუნდის რღვევას. არსებობს თეორიული რისკი, რომ მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები, ბუნებრივია, არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას. გუნდი არის ერთიანი, იყო საუბარი შიდა გუნდებზე, რაც არის, სამწუხაროდ, კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც გადის გარეთ და ასეთი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. რეალურად არსებობს ერთი გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი ლიდერი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას“, – განაცხადა კობახიძემ.
 
ჟურნალისტების კითხვაზე, რჩება თუ არა ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხვის კანდიდატად, კობახიძის თქმით, დღეს არასწორია რაიმე ტიპის სანქციაზე, მათ შორის უმკაცრესი ტიპის სანქციაზე – გარიცხვაზე საუბარი.
 
„ამ ეტაპზე მოცემულობა ასეთია, რომ ბესელია რიგით წევრად რჩება. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....