მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს „სამოქალაქო თავდადებისათვის“ მედალი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს „სამოქალაქო თავდადებისათვის“ მედალი გადასცა

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს „სამოქალაქო თავდადებისათვის“ მედალი გადასცა.აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა ზუგდიდში განაცხადა, სადაც „პრეზიდენტის ნაძვის ხის“ ღონისძიებაზე გიგა ოთხოზორიას შვილებთან ერთად მივიდა.„ეს არის მხიარული დღე, შობის წინა დღესასწაული, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სად ვართ, ამიტომ აქ მოვედი გიგა ოთხოზორიას ბავშვებთან ერთად და დღეს გადავეცი სამოქალაქო თავდადების მედალი, სახსოვრად იმის, რომ ქვეყანას არ ავიწყდება თავისი გმირები. თავდადება ეს არის ის, რაც ქმნის ამ ქვეყანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
პრეზიდენტმა გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის (სიკვდილის შემდეგ)დააჯილდოვა.

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...