მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარკვეული კატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1-ელ მარტამდე შეუნარჩუნდება

გარკვეული კატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1-ელ მარტამდე შეუნარჩუნდება

Published on

2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 2019 წლის 1 მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. აღნიშნული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.ამასთან გაცნობებთ, რომ ცვლილება არ ვრცელდება ყველა სხვა: „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიის და ქვეკატეგორიის ნაწილზე.მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2014 წლამდე, მაგრამ განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდება და მათი შეცვლა საჭირო არ არის.იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1 მარტამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მძღოლი შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.აღსანიშნავია, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 1 მარტამდე ვერ შეცვლიან მართვის მოწმობას, მართვის უფლების აღდგენას შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე.საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში 2014 წლის 1 მარტიდან შევიდა, რის შემდეგაც C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E მართვის მოწმობები 5 წლიანი ვადით გაიცემა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სიახლეები

23-25 დეკემბრის ამინდის პროგნოზი მთელ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 დეკემბრიდან დროგამოშვებით...

“არ არის ცხადი, ვინ ვის დაესხა თავს” – ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ცხადი არ არის, ვინ ვის დაესხა...

ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა,...

მოსკოვში ააფეთქეს რუსი გენერალი, რომელიც 2008 წლის ომში მონაწილეობდა

მოსკოვში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი ფარილ სარვაროვი....