მთავარისიახლეებისაზოგადოებასასტუმროში, სადაც გარდაცვლილი ახალგაზრდა იპოვეს, გუბერნატორის მოადგილე ცხოვრობს

სასტუმროში, სადაც გარდაცვლილი ახალგაზრდა იპოვეს, გუბერნატორის მოადგილე ცხოვრობს

Published on

სასტუმროში, სადაც დღეს დილით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ცხოვრობს. ირაკლი ჯიქია ,,რივერსაიდ ზუგდიდში,, მას შემდეგ დაბინავდა, რაც აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა.ამავე სასტუმროს ადმინისტრატორი კი გუბერნიის პრესსამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელია. გარდაცვლილი გ.უბილავა აფხაზეთიდანაა და ის ,,ტყის ძმების,, ყოფილი მეთაურის დათო შენგელიას შვილის მეგობარია. გალიდან გადმოსულმა უბილავამ სწორედ ამ საატუმროში გაათენა ღამე. ის დღეს დილით სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალება ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებამ გამოიწვია, თუმცა ექიმები ამ ფაქტს არ ადასტურებენ. ცხედარს ექსპეეტიზა ქუთაისის ბიუროში ჩაუტარდა.შსს ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმე აღძრულია სსკ 115- ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...