მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია "ლენდოს" ყაჩაღობაში ბრალდებულის რეკომენდატორის დასახელებას ითხოვს

ოპოზიცია “ლენდოს” ყაჩაღობაში ბრალდებულის რეკომენდატორის დასახელებას ითხოვს

Published on

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ანა წითლიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს" ყაჩაღობისთვის ბრალდებულის რეკომენდატორის დასახელებას ითხოვს. ამ კითხვით მან დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა.ანა წითლიძის თქმით, ადამიანი, რომელსაც ზუგდიდელები წლებია ხელფასს უხდიან, ყაჩაღობაშია ბრალდებული და აუცილებელია იცოდნენ სამსახურში აყვანისას მისი რეკომენდატორი ვინ იყო. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით,  არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ გაუწია რეკომენდაცია ილია გოგილავას, თუმცა პირობა მისცა ოპოზიციას, რომ საკითხით დაინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ "ლენდოს" დაყაჩაღებაში ბრალდებულს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებული ილია გოგილავა ზუგდიდის მერიის ააიპ-ის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი იყო. მან იარაღის მუქარით მიკრობანკიდან 1300 ლარი გაიტაცა და მიიმალა.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...