მთავარისიახლეებიპოლიტიკაყველა გზა ბესელია-ფოფხაძის ,,მიჯირყვნაში" ბიძინა ივანიშვილთან მიდის

ყველა გზა ბესელია-ფოფხაძის ,,მიჯირყვნაში” ბიძინა ივანიშვილთან მიდის

Published on

 
 
ჩინჩალაძის გამწესება უზენაეს სასამართლოში უვადოდ არის ივანიშვილის სურვილი და თუ ვინმეს უმრავლესობიდან აქვს რამე პროტესტი ამასთან დაკავშირებით უნდა დააფიქსიროს ბიძინა ივანიშვილის მისამართით ეს პროტესტი, მაგრამ ამას ვერ ბედავენ, იმიტომ, რომ რეალურად მათ ეს თემა არ აღელვებთ, მათ აღელვებთ შიდა კლანური ურთიერთობების გარკვევა.
 
რაც შეეხება ქალბატონი ბესელიას თემას, იგი ივანიშვილის სურვილით გაუშვეს ამ შემთხვევაში თანამდებობიდან და ეს არ ყოფილა რაღაც პრინციპული საკითხი, რომელიც შემოგვასაღეს საზოგადოებას, რომ რაღაც პრინციპული პოზიციების გამო დატოვა თანამდებობა, ეს ასე არ არის. ”ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე.
 
“ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც არის სწორი, რაც გამოიხატა შემდეგ ფრაქციის გადაწყვეტილებაშიც, პოზიცია, რომელიც ემთხვეოდა ფრაქციის წევრთა პრაქტიკულად აბსოლუტურ უმრავლესობას ” – ასეთ კომენტარს აკეთებს 
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევაზე.
 
, ოცნების კიდევ ერთი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილი ცდილობს წასალოს გადაწყვეტილების მიმღების კვალი: ს ივანიშვილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ვინც საპარლამენტო ცხოვრებაში იყო ჩართული, ყველა ხედავდა, რომ თითონ კომიტეტის შიგნით ორი ჯგუფი იყო შექმნილი. ის ხალხი, ვინც არცერთ ჯგუფს არ მივეკუთვნებით და კანონშემოქმედებითი საქმიანობა გვქონდა, ვიყავით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. გახსოვთ დემონსტრაციულად კომიტეტის სხდომების დატოვება და კვორუმის პრობლემებიც. ეს არ არის ახალი ამბავი, რომ იურიდიული კომიტეტის შიგნით იყო დაპირისპირება პირობითად ეკას და პირობითად ვანოს ჯგუფებს შორის. ეს დაპირისპირება იყო ”- აცხადებს იგი 
 
სულ სხვა შეფასებები აქვს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი :
 
“ბიძინა ივანიშვილი ზოგჯერ შეიფერთხავს ხოლმე მხრებს და ვიღაცას გადმოაგდებს იქიდან, ვიღაცას მერე აიცოცებს და აი, ამ პროცესში ვართ. რა მესამე პოლიტიკური ცენტრი. ყველა არის დისკრედიტებული, კორუმპირებული ან პროფესიულად დეგრადირებული. ვინ არის იქ,ქართულ ოცნებაში,  რომ ლიდერობაზე და პოლიტიკურ პერსპექტივაზე ჰქონდეს საუბარი. ეს ხომ აბსოლუტურად არასერიოზულია. აი, ავიღოთ კობახიძე. ძალაუფლების გარეშე წარმოგიდგენიათ კობახიძე ქუჩაში გამოსული, არათუ პოლიტიკაში მოტივტივე? ქუჩაში ვერ გამოვა, სახლში იქნება ჩაკეტილი. ერთადერთი რაც მას აქვს ის არის რომ ივანიშვილმა მას უთხრა შენ იქნები ეს ფიგურა და დასვა და იმას ეპოტინება. იმას რომ ეპოტინება, ახლა შეხედეს, დაინახეს რომ ივანიშვილმა რაღაც შეცდომები დაუშვა არჩევნების პერიოდში და დაიწყეს პატარ-პატარა თამაშები. განა იმისთვის რომ ძალაუფლება და პოლიტიკა აკეთონ. ივანიშვილის ფავორიტობა რომ შეინარჩუნონ ამისთვის იბრძვიან. ”
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...