მთავარისიახლეებიეკონომიკადაგროვებითი პენსია ქართულად - მომავალი პენსიისთვის ამოღებული ფული აღმოჩნდება მსხვილ ბიზნესში,...

დაგროვებითი პენსია ქართულად – მომავალი პენსიისთვის ამოღებული ფული აღმოჩნდება მსხვილ ბიზნესში, ბანკებში და მას გამოიყენებს მთავრობა

Published on

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი დარწმუნებულია, რომ დაგროვებითი პენსიის სისტემას გამაღარიბებელი ეფექტი ექნება, ხოლო პენსიონერები ღირსეულ პენსიას მაინც ვერ მიიღებენ.
 
როგორც ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, მთავრობამ ფული ძალდატანებით, ძირითადად ღარიბი მოსახლეობიდან უნდა მოაგროვოს. მისივე თქმით, ეს ფული აღმოჩნდება მსხვილ ბიზნესში, ბანკებში და მას გამოიყენებს მთავრობა.
 
„დაგროვებითი პენსიის სისტემა არის ძალდატანება, რომელიც ნებაყოფლობითობის პრინციპს გამორიცხავს. მთავრობამ დაგროვებითი პენსიის სისტემა შემოიღო, როგორც იძულებითი ფორმა – ადამიანებს აიძულოს დააგროვოს პენსია. ამ იძულებამ შეიძლება გაამართლოს, მაგრამ მთელი პრობლემა იმაშია, რომ სქემა, რომელიც შემოიღეს, არ იძლევა დამაიმედებელ რიცხვებს სიბერისათვის. მაგალითად, 40 წლის ასაკის ქალმა მასწავლებელმა, რომლის ხელფასი 500 ლარია და ხელზე 400 ლარს იღებს, როცა 20 წლის შემდეგ პენსიაზე გავა, ხელზე უნდა აიღოს 85 ლარი“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...