ზუგდიდში ღორის გრიპის ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას თქმით, გარდაცვალების ფაქტი არ აქვთ. " ზუგდიდში H1N1 ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება, თუმცა ჰოსპიტალურად რაც არის დღეს ვირუსი, უმეტესობა არის ღორის გრიპი, H1N1 -ის დადასტურებული შემთხვევები გვაქვს და ამ პერიოდში სტატისტიკაც მომატებულია სეზონურად, თუმცა, რომ გითხრათ, წინა წლებთან შედარებით ძალიან გარზრდილი არ არის. 3 იანვრის მონაცემებით 5 პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციაში, 1 ხელოვნურ ვენტილაციაზე, ანუ გვაქვს ამ შემთხვევაში ღორის გრიპის დიაგნოზი, გამწვავებული ფორმით, რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევას, ასეთი არ გვაქვს"- განუცხადა "ოდიშინიუსს" ნანა ოდიშარიამ. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას თქმით, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის,გრიპისთვის დამახასიათებელი კლინიკური მოვლენებით ამჟამად მკურნალობას გადის 4 ავადმყოფი, ოთხივეს მდგომარეობა სტაბილურია.
ზუგდიდში H1N1 ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა
სიახლეები
საზოგადოება
ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი
“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...
სიახლეები
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...
სიახლეები
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა
20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...
სიახლეები
ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...