მთავარისიახლეებისაზოგადოება"ლენდოს" ყაჩაღობაში ბრალდებული დაკავებულია

“ლენდოს” ყაჩაღობაში ბრალდებული დაკავებულია

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1968 წელს დაბადებული ი. გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკვეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.გ.-მ ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანო ორგანიზაცია "ლენდო" დააყაჩაღა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1330 ლარი გაიტაცა  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.   
პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 
ყაჩაღობის შედეგად გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.

სიახლეები

მოსკოვში ააფეთქეს რუსი გენერალი, რომელიც 2008 წლის ომში მონაწილეობდა

მოსკოვში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი ფარილ სარვაროვი....

თბილისში კორპუსის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

თბილისში, დიდ დიღომში, კორპუსის მშენებლობის დროს, მუშა დაიღუპა.  არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის მიზეზი დენის...

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა

პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს. არსებული...

თუ პუტინი შეთანხმებაზე ისევ უარს იტყვის, აშშ-მა კიევს Tomahawk-ები უნდა მიაწოდოს – სენატორი გრემი

აშშ-ს გავლენიანმა სენატორმა ლინდსი გრემმა 21 დეკემბერს თქვა, რომ ამერიკამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს რუსეთზე წნეხი,...