მთავარისიახლეებისაზოგადოებააუდიტმა 112-ის საფასურის ამოღების ადმინისტრირებაში ხარვეზები აღმოაჩინა

აუდიტმა 112-ის საფასურის ამოღების ადმინისტრირებაში ხარვეზები აღმოაჩინა

Published on

რამდენად გამართულად და ეფექტურად ხდება 112-ის მომსახურების საფასურის ამოღების ადმინისტრირება – ეს საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა შეისწავლეს. „სსიპ 112 -ის 2017 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში“ ასახულია პროცედურები, რომელსაც მომსახურების საფასურის ამოსაღებად „112“ მობილური ოპერატორების დახმარებით ახორციელებს.
 
დასკვნაში ვკითხულობთ, „საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია, რომ საფასური გადაიხდება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომელზეც კალენდარული თვის განმავლობაში ჯამში მოხდა 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა, რაც იძლევა სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას.“
 
აუდიტორებმა დაადგინეს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო არსებობს რისკი იმისა, რომ ოპერატორის მიერ ვერ მოხდეს თანხების სრულად ამოღება. მაგალითად, აბონენტმა ისარგებლოს მომსახურებით, დაერიცხოს „112“-ის საფასური, თუმცა ბალანსზე არ აღმოჩნდეს საკმარისი თანხა. შესაძლოა აბონენტმა აღარ ისარგებლოს ან გაანადგუროს ნომერი, შესაბამისად, დარიცხული საფასურის ჩამოჭრა (ამოღება) ვერ მოხდეს.
 
„მასალების შესწავლის შდეგად აღმოჩნდა ,რომ „ 2017 წელს აბონენტებისთვის დარიცხულ და ოპერატორი ქსელების მიერ ამოღებულ (შესაბამისად სსიპ – „112“-სთვის ჩარიცხულ) თანხებს შორის სხვაობამ 220,305 ლარი შეადგინა. მოგვიანებით,“112“-ს შესაბამისი შემოსავალი ჩაერიცხა, თუმცა აღნიშნულის სიზუსტის დადგენასა და კონტროლს სსიპ – „112“ ვერ ახორციელებს, ვინაიდან მისაღები შემოსავლების გაანგარიშება საბილინგო სისტემის მონაცემების გარეშე შეუძლებელია, რომელზეც სსიპ – „112“-ს წვდომა არ აქვს“, – წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
 
ასევე, ანგარიშში აუდიტორები აზუსტებენ: „მთავრობის დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული პროცესის კონტროლი ევალება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომელსაც კონკრეტული პროცედურები ამ მიმართულებით არ განუხორციელებია (კომისიის პასუხიდან ირკვევა, რომ კომისია მზად არის მიმართვის შემთხვევაში გადაამოწმოს შესაბამისი ინფორმაცია).
 
სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეკომენდაციას უწევს აუდიტის ობიექტს: „სსიპ – „112“- მა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მთავრობის წინაშე დააყენოს საკითხი მობილური ოპერატორებიდან აბონენტებისთვის დასარიცხი მომსახურების საფასურის წესის განახლებისა და დახვეწის შესახებ, ან სსიპ – „112“-ის დაფინანსების მარტივად ადმინისტრირებადი და კონტროლირებადი მექანიზმის შემუშავების შესახებ.“

სიახლეები

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...

უაქციზო სიგარეტის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე ჯუანშარ ბურჭულაძის დაცვის წევრი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება-შენახვის ფაქტზე ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი და კიდევ...

ნოშრევან ნამორაძემ ქვეყანა დატოვა

“ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ ქვეყანა დატოვა – ამის შესახებ “ფორმულა” იუწყება. ასევე...

აშშ მხარს უჭერს თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს და უარყოფს “ქართული ოცნების” ამჟამინდელ რეჟიმს

ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ კონგრესმენი, ჯო უილსონის გამოსვლას აქვეყნებს და წერს, რომ აშშ-ის “ჰელსინკის კომისიის”...