მმართველმა გუნდმა შესაძლოა საკონტიტუციო უმრავლესობა დაკარგოს. ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მმართველი გუნდი ორ ნაწილად იყოფა. იურიდიული კომიტეტის თანამდებობიდან ეკა ბესელიას წასვლის მიზეზებზე „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობაა. დეპუტატები დეტალური განმარტებისგან თავს იკავებენ. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ბესელიამ ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიიღო, მეორე ნაწილის ინფორმაციით კი მიზეზი სხვაა. გუნდის შიგნით არსებულ პრობლემებზე დეპუტატები არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ აზრთა სხვადასხვაობა გუნდში ჩვეულებრივი მოვლენაა. “არ ვიცი რამდენად კონკრეტულად სასამართლოს თემას უკავშირდება, არ ვიცი რომ არ გადამდგარიყო ამით რაიმე შეიცვლებოდა თუ არა, გადაწყვეტილება ასე არ უნდა განგვეხილა, იმიტომ რომ მანამდე იყო მიღებული, არ ვიცი პირდაპირ ამასთან კავშირში იყო თუ არა. უფრო მეტი ინფორმაცია ვიდრე გააჟღერა ეკამ არ მაქვს. ვფიქრობ, საკმაოდ ჯანსაღია პროცესი, როდესაც აზრთა სხვადასხვაობაა მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიცაა სასამართლო სისტემა”-ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის მოსაზრებები უნდა ემთხვეოდეს საზოგადოების შეხედულებებს. კაკულია ეკა ბესელიას გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მისი აზრით, საზოგადოება მიმდინარე პროცესებს დადებითად არ უნდა აფასებდეს. გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არ მსურს. საკითხს ყოველთვის აქვს ორი მხარე. ერთი არის რა არის რეალურად საქმის რეალური ვითარება, რომელიც შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ. ჩემი პოზიცია არის, რომ როდესაც შენ ხარ უმრავლესობა და ხარ ხელისუფლება, შენი ხედვის თანხვედრა საზოგადოების მიერ ადეკვატურობის აღქმასთან არსებული საკითხის ძალიან რადიკალურად განსხვავებული არ უნდა იყოს. თუ ეს განსხვავება არის ე.ი. რაღაცაში პრობლემაა. არ მგონია საზოგადოებაში არსებობდეს ადამიანები, რომლებიც დადებითად აფასებენ ამ პროცესს. ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის ეს“ – ამბობს რომან კაკულია. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ამბობს, რომ ბესელიამ საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განმარტებები თავად უნდა გააკეთოს. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების შესახებ პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა პროცესი საგაზაფხულო სესიისთვის გადადო. „საკითხი რაც უკავშირდებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის სწრაფად განხილვას და იმ პროცედურის ჩატარებას, რომელსაც ითხოვდა იუსტიციის საბჭო ამასთან დაკავშირებით მთლიანად პარლამენტმა ჩვენმა გუნდმა მიიღო მე ვფიქრობ ძალიან სწორი გადაწყვეტილება. განცხადებას, რაც გააკეთა ეკა ბესელიამ ეს არის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია შიდა პარტიულ გადაწყვეტილებებთან ჩემი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთება არც არის სწორი, ამაზე შეიძლება ისაუბროს ადამიანმა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო,“ – ამბობს თამარ ხულორდავა. ეკა ბესელიას შემცვლელად რამდენიმე კანდიდატი სახელდება, ეს შეიძლება იყოს ანრი ოხანაშვილი, გედევან ფოფხაძე ან ლევან გოგიჩაიშვილი. ფოფხაძეს მხარს თავად ეკა ბესელია უჭერს, ანრი “ოხანაშვილი კი ამბობს, რომ ამ საკითხზე მასთან კონსულტაციები არ გამართულა.
სიახლეები
საზოგადოება
დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი
არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...
სიახლეები
ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....
სიახლეები
ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...
სიახლეები
საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ
საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...