მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამთენიისას, აღმაშენებლის ხეივანში მანქანის დაჯახების შედეგად მეეზოვე გარდაიცვალა

გამთენიისას, აღმაშენებლის ხეივანში მანქანის დაჯახების შედეგად მეეზოვე გარდაიცვალა

Published on

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ტაქსი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 70 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
 
 შსს-ს ინფორმაციით,  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
 
მძღოლი ამჟამად გამოკითხვაზეა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 
 
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი მეეზოვეა და შემთხვევის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....