დღეს მოსულმა უხვი თოვლის ნალექმა სვანეთში პრობლები შექმნა. ამ დროისთვის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლები ლეგაბი, ლაღამი, ლაროოლი, ლალაიდი, ბეჩო და ლენჯერი ელ.ენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგორც მესტიის მკვიდრი ანა ჩართოლანი აცხადებს, თოვლი ნახევარ მეტრზეა, რასაც პრობლემები მოყვა : ,,თოვლი ნახევარი მეტროა, ბავშვები იყინებიან, ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ზამთარს. სახლში ვერ ავდივართ, არც შუქი გვაქვს,,, – ამბობს ანა ჩართოლანი. რაც შეეხება ენერგო პრო ჯორჯიას, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ბრიგადები გასულია ადგილზე და სანამ ბოლო აბონენტი არ ჩაირთვება, სამუშაოები არ შეწყდება.ამ დროისთვის ელ.ენერგია მხოლოდ მესტიის ცენტრს მიეწოდება.
დიდთოვლობამ სვანეთში პრობლემები შექმნა
სიახლეები
სიახლეები
20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...
სიახლეები
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...
სიახლეები
ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...
სიახლეები
კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა
ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...