მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ კომპლიმენტები გაცვალეს და შედეგიც: - ვანო ზარდიაშვილს...

ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ კომპლიმენტები გაცვალეს და შედეგიც: – ვანო ზარდიაშვილს გედევან ფოფხაძე შეცვლის

Published on

,,იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. მე ვიტოვებ იმედს, რომ იურიდიული კომიტეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია, შეარჩევს და შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს ისეთ კანდიდატს, რომელიც ასევე დაიცავს პრინციპებს, იქნება შეუვალი, სამართლიანი, ძალიან ღირსეული და ფასეულობების დამცველი ”- განაცხადა ეკა ბესელიამ ბრიფინგზე, რომელზედაც გააკეთა განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაროვების სესახებ.

როგორც ირკვევა, ასეთ პერსონაში  ანუ შეუვალ, სამართლიან, ძალიან ღირსეულ და ფასეულობების დამცველ ადამიანში იგი გედევან ფოფხაძეს გულისხმობდა:  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ გედევან ფოფხაძის კანდიდატურა დაასახელა. „კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის საკითხი ამ ეტაპზე გადავწყვიტოთ, რომ ეს ვაკუუმი არ დავტოვოთ ღიად. მე პირადად, უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ვაყენებ საკითხს, რომ დავასახელო პირველი მოადგილის პოზიციაზე გედი ფოფხაძის კანდიდატურა,“ – აღნიშნა ბესელიამ.

მცირე ხნით ადრე ეკა ბესელიასთვის კომპლიმენტები არ დაიშურა გედი ფოფხაძემაც –  „მიმაჩნია, რომ ეს ეკა ბესელიას ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებაა. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან. არ შეიძლება ქართული მართლმსაჯულება ჩავუგდოთ საეჭვო გზით არჩეულ საეჭვო ადამიანებს. პროცესი უნდა ყოფილიყო გაწერილი და პასუხისმგებლობის გრძნობით მოვპყრობოდით ამ საკითხს. არავითარ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა არ შეიძლებოდა ჩატარებულიყო ამ კვირაში და ეკა ბესელია იყო ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ მოსამართლეთა შერჩევის დაჩქარებული პროცედურა ვერ განხორციელებულიყო. ეს არის მაღალი მორალური სტანდარტით და ქვეყნის მომავალი ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება“, –განაცხადა გედევან ფოფხაძემ

 
.როგორც ცნობილია, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ერთად, დღეს თანამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...