მთავარისიახლეებიპოლიტიკასირიაში საქართველოს მოქალაქე 14 წლის მუხმად ფარეულიძე დაიღუპა

სირიაში საქართველოს მოქალაქე 14 წლის მუხმად ფარეულიძე დაიღუპა

Published on

სირიაში საქართველოს მოქალაქე 14 წლის მუხმად ფარეულიძე დაიღუპა. შემთხვევა 25 დეკემბერს ერთ-ერთი ავიაიერიშის დროს მოხდა. 
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მომხდარის სხვა დეტალებზე, მათ შორის, ფარეულიძის ასაკზე და  დაღუპვის გარემოებებზე არ საუბრობენ.
 
არაოფიციალური ინფორმაციით,  გარდაცვლილი “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლი იყო და  სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის დროს დაიღუპა 
 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მუხმად ფარეულიძე  სოფელ ბირკიანიდან არის და მშობლებთან ერთად სირიაში, სავარაუდოდ, 2014 წლის დასაწყისში წავიდა.
 
გარდაცვლილის მამა ახმად ფარეულიძე იყო თარხან ბათირაშვილის, იგივე “ჟღალი გენერლის” თანასოფლელი, ასევე, მისი უახლოესი გარემოცვის წევრიც. 2016 წლის ზაფხულში, როდესაც ავიაიერიშის დროს ბათირაშვილი დაიჭრა, მასთან ერთად ასევე დაიჭრა ახმად ფარეულიძეც, თუმცა მოგვიანებით ბათირაშვილი დაიღუპა, ფარეულიძე კი გადარჩა. ახმად ფარეულიძე დღემდე იბრძვის “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...