მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართულ ოცნებაში'' კეთდება პირველი განცხადებები ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვებასთან...

,,ქართულ ოცნებაში” კეთდება პირველი განცხადებები ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვებასთან დაკავშირებით

Published on

ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვებას პრემიერი, მამუკა ბახტაძე ეხმაურება. პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომიტეტის დატოვება ეკა ბესელიას პირადი გადაწყვეტილებაა, რის უფლებაც მას აქვს.
 
მამუკა ბახტაძემ ასევე შეაფასა ბესელიას მიერ წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განმარტება, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი წასვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველად წარდგენილი კანდიდატების სიას უკავშირდება.
 
პრემიერის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუციები დამოუკიდებლად, სხვების ჩარევის და კარნახის გარეშე უნდა მუშაობდეს.
 
„ეს არის ქალბატონი ეკას პირადი პოზიცია და ბუნებრივია, მას აქვს ამის უფლება და მე ვფიქრობ, მან გააკეთა განმარტება… ჩემი პოზიცია აუცილებლად და ყოველთვის იქნება ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს არ უნდა ჩაერიოს ხელისუფლების სხვა შტოში მიმდინარე პროცესებში. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე თქვენ მოგეწონებათ, რომ როგორც ხდებოდა, ქვეყნის პირველი პირები ურეკავდნენ მოსამართლეებს და თავის მოსაზრებებს ეუბნებოდნენ, მე ვფიქრობ, ეს არის სრულიად მიუღებელი. ღმერთმა არ ქნას, რომ ყველა საკითხზე იყოს აზრთა ერთობლიობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური გუნდი არის თანხვედრაში ამ ინტერესებთან დაკავშირებით,“ – ამბობს მამუკა ბახტაძე.
 
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით ეკა ბესელიას შემცვლელად შეიძლება ვიხილოთ, მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიას გადაწყვეტილება პრინციპულია, რომელიც ქვეყნის მომავალთანაა დაკავშირებული. როგორც გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, არ შეიძლება ქართული მართლმსაჯულება ჩაუვარდეთ საეჭვო გზით არჩეულ ადამიანებს.
 
„მიმაჩნია, რომ ეს ეკა ბესელიას ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებაა. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან. არ შეიძლება ქართული მართლმსაჯულება ჩავუგდოთ საეჭვო გზით არჩეულ საეჭვო ადამიანებს. პროცესი უნდა ყოფილიყო გაწერილი და პასუხისმგებლობის გრძნობით მოვპყრობოდით ამ საკითხს. არავითარ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა არ შეიძლებოდა ჩატარებულიყო ამ კვირაში და ეკა ბესელია იყო ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ მოსამართლეთა შერჩევის დაჩქარებული პროცედურა ვერ განხორციელებულიყო. ეს არის მაღალი მორალური სტანდარტით და ქვეყნის მომავალი ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება“, –განაცხადა გედევან ფოფხაძემ, 
 
 

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...