მთავარისიახლეებიპოლიტიკაორი თვის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორია თანამდებობაზე დაბრუნდა

ორი თვის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორია თანამდებობაზე დაბრუნდა

Published on

ორი თვის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორია თანამდებობაზე დაბრუნდა. – ინფორმაციას ამის სესახებ რუსთავი 2 ავრცელებს. 
 
ჯუმბერ იზორიას სამსახურიდან დათხოვნა სკანდალურ საქმეს, კერძოდ, მისი საცხოვრებელი სახლიდან კონტრაბანდული სიგარეტისა და საწვავის გაყიდვას უკავშირდებოდა.​ სწორედ "კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, ჯუმბერ იზორია იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ დღეს ის სამსახურში დაბრუნდა.
 
ჯუმბერ იზორიას თქმით, გენ ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე, მისი ბრალეულობა საქმეში არ დადასტურდა. ჯუმბერ იზორიას პოსტზე აღდგენას არჩევნებზე ხელისუფლების სასარგებლოდ მის საქმიანობას უკავშირებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე
 
"ჯუმბერ იზორია აღადგინეს კვლავ, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, დაუფასეს მასაც აი, ეს მოსყიდვები, დაშინება და მთელი ეს კორიანტელი დარღვევების და დანაშაულების, რომლებიც ჩაიდინეს არჩევნების ფარგლებში. დაამარცხეს 28 ნოემბერს ხალხი და რახან დაამარცხეს ხალხი თვლიან, რომ უნდა განაგრძონ ის საქმიანობა, რომელსაც ეწეოდნენ მანამდე. შესაბამისად, ეს ფეოდალი აღადგინეს თავის უფლებებში და ეს გააკეთა  ივანიშვილმა, ცხადია. დროებით მოხსნა იყო ისეთივე ფიქცია, როგორიც ბევრი ვნახეთ ჩვენ "ქართული ოცნებიდან," თუნდაც იგივე აბაზოვის ჯერ დაპატიმრება და არჩევნების მერე ეგრევე გამოშვება და მერე ბიძინასთან აუდიენცია. ზუსტად იგივე ანალოგია აქაც,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მურთაზ ზოდელავა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....