მთავარისიახლეებისაზოგადოებაThe Guardian-ის რეიტინგში ჭაჭის არაყი საშობაოდ "საუკეთესო გამათბობელ ალკოჰოლურ სასმელებს შორის...

The Guardian-ის რეიტინგში ჭაჭის არაყი საშობაოდ “საუკეთესო გამათბობელ ალკოჰოლურ სასმელებს შორის დასახელდა

Published on

ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა საშობაოდ "საუკეთესო გამათბობელი ალკოჰოლური სასმელები" დაასახელა და სიის სათავეში ქართული ჭაჭა მოხვდა. 
 
სტატიაში ახსნილია ჭაჭის მომზადების წესი და ინგრედიენტები. ასევე, "Shobas Gilotsavt" და "Gaumarjos! " წერია სტატიაში ქართულ ენაზე, ლათინური შრიფტით. 
 
"ეწვიეთ ქართულ სოფელს, სადაც ჭაჭას ყველა ოჯახი ამზადებს და თქვენ აუცილებლად გაიძულებენ 1 ან 3 ჭიქა ჭაჭის დალევას",- წერია სტატიაში. 
 
მედია აღნიშნავს, რომ დღეს თითქმის ყველა რესტორნის მენიუში შეხვდებით სახლის პირობებში გამოხდილ ჭაჭას და რეკომენდაციას სოლოლაკში მდებარე Chacha Time-ს უწევს. 
 
"თუ ჭაჭას გასინჯავთ, თქვენ აუცილებლად მიხვდებით, თუ რატომ უყვართ ჭაჭის დალევა ქართველებს ზამთრის ცივ საღამოებში"- წერს ავტორი. 
 
ჭაჭასთან ერთად ზამთრის საუკეთესო სასმელებს შორის მოხვდა პოლონური ცხელი ლუდი – grzane piwo, ავსტრიული Jägertee , შვედური სასმელი mumma, დანიის ცხელი სასმელი წითელი ღვინო – Gløgg, ბერძნული არაყი თაფლით – ρακόμελο. ასევე, Cola de mono- ჩილედან. იაპონური პირაზეკე, ირლანდიური Jólaglögg და ისლანდიური იულაგლუგსა. 
 
ავტორი რჩევებსაც გვაძლევს, თუ სად შეიძლება გავსინჯოთ ეს 10 სასმელი. 

სიახლეები

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...

უკრაინაში ომი გაგრძელდება – ზელენსკიმ კრემლის ულტიმატუმს უარით უპასუხა

ფლორიდაში აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა საქმიანი, მაგრამ ომის დასრულების თვალსაზრისით უშედეგო აღმოჩნდა. უკრაინის...