მთავარისიახლეებისაზოგადოებასკოლაში დასაქმებული მუშები ჩინურ კომპანიას ისევ ხელფასების დაგვიანების გამო უჩივიან

სკოლაში დასაქმებული მუშები ჩინურ კომპანიას ისევ ხელფასების დაგვიანების გამო უჩივიან

Published on

ინგირის მე-2 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული 25-მდე მუშა კუთვნილ 2 თვის ხელფასს ითხოვს. ხელფასების მოთხოვნიტ აქცია მუშებმა მე-4 სკოლასთან გამართეს.მათი თქმით, კომპანიასთან მუდმივად პრობლემები აქვთ და ხელფასებს დროულად არ უხდიან. „ მშიერი ცოლ-შვილი მელოდება სახლში და რა ვქნა? ჩინელები ფულს არ გვაძლევენ, გვითხრეს 15-სი იქნებაო და რამდენი 15 გავიდა და გვატყუებენ, ხვალ იქნება, ზეგ იქნებაო და ვითხოვთ პასუხს, არავინ ჩვენი პატრონი აღარაა“- უთხრა „იდიშინიუსს“ ერთ-ერთმა მუშამ. სკოლების რეკონსტრუქცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველოს პროექტის ფარგლებში ხორციელდება.  ჩინური სამშენებლო კომპანიის "ვეენდჯეეს" წარმომადგენლების თქმით, მუშებს ხელფასები მიმდინარე კვირას დაერიცხებათ, ხოლო რატომ არის მუდმივად ხელფასების პეობლემა კომპანიასთან, პასუხი არ აქვთ. "ვეენდჯეეს" წინაარმდეგ მე-4 სკოლაში დასაქმებულმა მუშებმა აქცია რამდენჯერმე გამართეს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...