მთავარისიახლეებიპოლიტიკამინისტრ ქობულიას აბრაკადაბრა: არ მითქვამს, რომ საქართველოში ხალხს არ უჭირს. გასაჭირი...

მინისტრ ქობულიას აბრაკადაბრა: არ მითქვამს, რომ საქართველოში ხალხს არ უჭირს. გასაჭირი იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება ის არ უარესდება, მაინც ძალიან მძიმეა.

Published on

რამდენიმე დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს, მაგრამ ეს ასე არ არის.
 
 დღეს მან მედიის წარმომადგენლებთან ეს  განცხადება განმარტა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ   არ უთქვამს, რომ საქართველოში ხალხს არ უჭირს.
 
„მე ვთქვი, რომ ხალხს უჭირს, თან ძალიან. თუ გადაახვევთ ჩემს ჩანაწერს იქ აღმოაჩენთ, რომ მე ზუსტად ასე ვთქვი. საქმე იმაშია, რომ ხალხს ძალიან უჭირს, ყოველი მეხუთე ადამიანი არის ღარიბი. მე ვთქვი, რომ უბრალოდ ეს გასაჭირი იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება ის არ უარესდება, მაინც ძალიან მძიმეა. ეს საკითხი არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. თქვენ მე მიწვევთ რამე ისეთი ვთქვა, რომ მერე ამოიღოთ სხვანაირად. მე ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ და ის, რომ მათი მდგომარეობა არ უარესდება, ჩვენ არაფერში გვეხმარება. იმის თქმა, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს, არ არის მართალი. გასაჭირი გაუარესებისკენ არ მიდის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ბევრად მაღალი ტემპები იმისთვის, რომ ხალხს დავეხმაროთ და გასაჭირიდან ამოვიყვანოთ", – განაცხადა ქობულიამ.
 
,,როცა მინისტრი ამბობს, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და ამას ვერ გრძნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
 
გოცირიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა და ამას საზოგადოება ხედავს, ოჯახის და ქვეყნის შემოსავლების ზომით.
 
დეპუტატის შეფასებით, სამწუხაროდ არც გამოსავალი არსებობს და არც გამოსავლის გზები ხელისუფლებისგან, რადგან ისინი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.
 
„ელემენტარული ქაოსია მთავრობაში. წარმოუდგენელია ფული გქონდეს და ვერ ხარჯავდე. განვლილი 6 თვიდან ჩვენ ვერ დავინახეთ ვერც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. პირიქით, მივდივართ უკან და უკან. როცა მინისტრი ამბობს, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და ამას ვერ გრძნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაში. მთავრობა მოწყდა ხალხს, აი ეს არის მთავარი ვერდიქტი, ეკონომიკის მინისტრის სასაცილო გამონათქვამისა", – განაცხადა გოცირიძემ.
 
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკირ კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას მოუსმენენ.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...