მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლევან შონიას საჩივარი ანა წითლიძისა და მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლევან შონიას საჩივარი ანა წითლიძისა და მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

Published on

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას საჩივარი ანა წითლიძისა და მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ლევან შონიას შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დააკისრა.
 
კერძოდ, ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ანა წითლიძეს დაევალა, „ლაივპრესში“, „ათინათსა“ და „რუსთავი2“-ზე გავრცელებული ცნობის უარყოფა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი აფხაზეთიდან კონტრაბანდას მფარველობდა.
 
რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს მურთაზ ზოდელავას, მას ასევე მის მიერ „რუსთავი2“-ით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალა, სადაც ის საუბრობს, რომ ლევან შონია კავშირშია კონტრაბანდისტ ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან.
 
მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებს თავად ანა წითლიძე და მას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას უწოდებს. "არც ერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს, რადგან ეს განცხადებები არ არის ცილისწამება. ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მოსამართლემ შეასრულა", – აღნიშნა წითლიძემ.
 
ყოფილი გუბერნატორის ადვოკატი როლანდ შონია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანია და კიდევ ერთხელ დადასტურდა "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციულობა და ცილისმწამებლური განცხადებები.
 
შონიამ ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სარჩელი გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას შეიტანა. გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ ოპოზიციური პარტიის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომელიც მედიასაშუალების მეშვეობით ვრცელდებოდა, არ შეიცავდა სიმართლეს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...