მთავარისიახლეებიპოლიტიკამინისტრის შეფასებით, პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო...

მინისტრის შეფასებით, პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გადაცდომები ვერ დაადგინა.

Published on

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს პარლამენტის სასესიო სხდომაზე დეპუტატებთან აკეთებს.
 
მინისტრის შეფასებით, პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გადაცდომები ვერ დაადგინა.
 
გახარიას თქმით, საგამოძიებო კომისიამ გაუმართლებლად დაიწყო კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ძიება, რაც ასევე მინისტრის შეფასებით, ვერ დაადგინა.
 
შინაგან საქმეთა მინისტრმა საგამოძიებო კომისიის მუშაობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მართლაც არ ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, კომისიამ ვერ შეძლო დაედგინა, რა გავლენა მოახდინა ამან საბოლოო შედეგზე.
 
„ვადასტურებ, რომ გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, არ იყო ჩატარებული. თქვენ, კომისიის მუშაობის ფარგლებში, ვერ შეძელით, რაც იყო თქვენი მიზანი და არა სისხლის სამართლის დევნის დაწყების განსაზღვრა, ვერ შეძელით დაგედასტურებინათ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახულად არჩატარებული და ამან იქონია საბოლო შედეგზე გავლენა თუ ვერა. ჩემი სუბიექტური აზრით, როგორც ცალკე აღებული ადამიანის, ეს იყო თქვენი მანდატი.
 
„მე როგორც შს მინისტრი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ვიცი, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახ არ ჩატარებული, ერთი და თუ იქონია ამან საბოლოო შედეგზე გავლენა თუ არ იქონია და აქედან გამომდინარე, მე მზად ვარ, ერთმნიშვნელოვნად, როგორც კი, ვთვლი, რომ უნდ დაიწყოს სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე, პირველი მივიდე და მივცე ჩვენება, ისევე, როგორც თქვენ თქვენი მხრიდან უნდა აიღოთ ის პასუხისმგებლობები, რომელიც ჰქონდა კომისიას და რომელიც კომისიას უნდა შეესრულებინა.
 
„ჩემი ღრმა რწმენით, კომისიის ფუნქცია მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ მას აშკარად დაედასტურებინა მოხელეების მხრიდან და სამოხელეო გადაცდომა იყო თუ არა და კომისიამ, ეს ფაქტობრივად, ვერ დაადასტურა," – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....