მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიტიკური ბრძოლა ნინო ანანიაშვილის წინააღმდეგ ოქიტაშვილის დროშის ქვეშ

პოლიტიკური ბრძოლა ნინო ანანიაშვილის წინააღმდეგ ოქიტაშვილის დროშის ქვეშ

Published on

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნინო ანანიაშვილის გადადგომას ითხოვს.
 
"ოპერა ხელში აქვთ ჩაგდებული ვაშაძეებს და ანანიაშვილებს", –  აცხადებს  ოქიტაშვილი
 
იგი ამბობს, რომ არ შეიძლება საბალეტო დასს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომლის ქმარიც ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს. ოქიტაშვილი მოითხოვს, რომ ანანიაშვილი საკუთარი ქმრის, გრიგოლ ვაშაძის, განცხადებებს გაემიჯნოს, ან გადადგეს ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან.
 
"როდესაც საბალეტო დასს ხელმძღვანელობს ადამიანის მეუღლე, რომელიც საქართველოს ემუქრება და მოსახლეობას მოუწოდებს, დაამხოს ეს ხელისუფლება, საქართველოს მთავრობას ეძახის კრიმინალებს, ბიძინა ივანიშვილს ეძახის ნარკო-ბარიგას, მე მივმართავ კითხვით ქალბატონ ნინო ანანიაშვილს – ან გამოვიდეს და გემიჯნოს თავის მეუღლეს და თქვას, რომ არ ეთანხმება, ან გადადგეს. არ შეიძლება. ყველა სახელმწიფოში, ყველა ქვეყანაში ოპერა არის ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ოპერა ხელში აქვთ ჩაგდებული ვაშაძეებს და ანანიაშვილებს, იქ შესვლის უფლება არ აქვს ოპერაში მოღვაწე ისეთ ცნობილ ადამიანს, როგორიც არის ირმა ნიორაძე, ცისკარიძე და ა.შ." – ამბობს ოქიტაშვილი და ამ მოთხოვნით ხელოვნების, მასმედიისა და სპორტის პროფკავშირთან ერთად, ორშაბათიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებს. დავით ოქიტაშვილის თქმით, ოპერისა და ბალეტის თეატრში ნეპოტიზმია და ბევრ ცნობილ და ნიჭიერ ხელოვანს თეატრს არც კი აკარებენ:

 
„ნინო ანანიაშვილს, როგორც ბალერინას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ხელმძღვანელი არ ვარგა. ისეთ ცნობილ ხელოვანებს, როგორიცაა ირმა ნიორაძე, ნიკოლოზ ცისკარიძე და ბალეტის კიდევ ბევრი ნიჭიერი მსახიობი, არ აკარებენ ოპერას. ასევე შეუძლებელია, შენი ოჯახის წევრი გამოდიოდეს ქვეყნის დამხობის მოთხოვნით და შენ ამ ქვეყნის ოპერას ხელმძღვანელობდე. იქ მომუშავე ადამიანები ძალიან უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ეშინიათ ხმამაღლა თქმა, რომ არ დაკარგონ ადგილები. ოპერის მომღერლებს ერთი დარბაზი დაუტოვეს მაშინ, როცა ბალეტს ხუთი დარბაზი აქვს.“- განაცხადა დავით ოქიტაშვილმა

სიახლეები

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში 31...