მთავარისიახლეებიმსოფლიოლონდონურმა ავტორიტეტიანმა გამოცემამ „ეკონომისტმა“ სომხეთი "წლის ქვეყნად"დაასახელა

ლონდონურმა ავტორიტეტიანმა გამოცემამ „ეკონომისტმა“ სომხეთი “წლის ქვეყნად”დაასახელა

Published on

ლონდონში დაფუძნებული ავტორიტეტიანი გამოცემა „ეკონომისტი“  2013 წლიდან ასახელებს „წლის ქვეყანას“. ასეთად მიიჩნევენ ქვეყანას, რომელიც ყველაზე მეტად გაუმჯობესდა 12 თვის განმავლობაში.
 
ამჯერად "წლის ქვეყნად"  სომხეთი დასახელდა. ჟურნალის შეფასებით, სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანას მიეცა „დემოკრატიისა და განახლების შანსი“ საპროტესტო გამოსვლის შედეგად მთავრობის მშვიდობიანად შეცვლის შემდეგ.
 
როგორც „ეკონომისტი“ აღნიშნავს, ყოფილი გამომძიებელი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი პარლამენტარი ნიკოლ ფაშინიანი „კანონიერი და სწორი“ გზით მიიყვანა ხელისუფლების სათავეში კორუფციითა და არაკომპეტენტურობით აღშფოთებამ.
 
9 დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის ალიანს „ჩემ ნაბიჯს“ ერგო ხმების 70 პროცენტზე მეტი.
 
გამოცემა იქვე აღნიშნავს, რომ სომხეთს კვლავაც არ მოუგვარებია მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანთან უთანხმოება, რომელიც, შესაძლოა კვლავ „აალდეს“.
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....