მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი ეძებდა თავის თავს, იპოვა ბესელია

სალომე ზურაბიშვილი ეძებდა თავის თავს, იპოვა ბესელია

Published on

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ჯერ დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის, მოგვიანებით კი ეკა ბესელიას კაბინეტს სტუმრობდა, თუმცა შეხვედრის დეტალებზე "კურიერის" ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა.
 
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტი კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე დატოვა, მან თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ თავთან შესახვედრად მივიდა. 
 
მეხუთე პრეზიდენტის ვიზიტზე საპარალემნტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საუბრობს. მისი თქმით, შეხვედრა მეგობრული იყო და ბევრი საკითხი განიხილეს.  
 
„ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე. როცა, ქალბატონი სალომე დეპუტატი იყო, ჩემი სამუშაო ოთახის გვერდით იყო მისი სამუშაო ოთხი, ახლა ეს იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის შემდეგი ეტაპის თანამშრომლობის ფორმებზე. პარლამენტისა და პრეზიდენტის მუშაობის პროცესი ეს არის მუდმივად ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესი,“-ამბობს ბესელია.
 
ამრიგად დღეს პარლამენტში მისული სალომე ზურაბიშვილი ეძებდა თავის თავს, იპოვა ბესელია.  შეგახსენებეთ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე – ვისთან შესახვედრად იმყოფებოდა პარლამენტში, ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთწინადადებიანი პასუხი გასცა: „ჩემს თავთან.“
 

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...