მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის უფასო სასადილოს ბენეფიციარები გაიფიცნენ

ზუგდიდის უფასო სასადილოს ბენეფიციარები გაიფიცნენ [Video]

Published on

ზუგდიდში, უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ინდმეწარმე „თემურ ქვარცხავას“ დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც გასულ წელს კვებით უზრუნველყოფდა უფასო სასადილოს. აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ და ამბობენ, რომ მათი სურვილია სასადილო საკვებით კვლავ ინდმეწარმე „თემურ ქვარცხავამ“ მოამარაგოს, რომელიც მათ დღემდე ემსახურებოდა  და არ მიეცეს შპს „ეფექტს“ მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერში მოგების საშუალება.ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ „უფასო სასადილოს კვებაზე ტენდერი დასრულებული არ არის, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების ეტაპი, გამარჯვებულად გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სატენდერო ღირებულება 74 ათას ლარამდეა. ტენდერი შესყიდვაზე 5 დეკემბერს გამოცხადდა და 11 დეკემბერს წინადადებების მიღება დაიწყო, დასრულდა 13 დეკემბერს.,“-აცხადებენ მერიაში.

 

 

 

სიახლეები

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა

საქართველო ბორტს მიღმა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა. ანტონიო...

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. დემონსტრაციები უკვე 12 დღეა უწყვეტად გრძელდება....

ამოღებულია „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დიდი...